თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალთა ჩართულობის თემაზე კონფერენცია გამართა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით, სატრანსპორტო სექტორში ქალების ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე, სახელწოდებით „თანაბარი შესაძლებლობები და ქალების ჩართულობა საქართველოს ტრანსპორტის სექტორში: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გამოცდილება“, კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქალი მძღოლების პროგრამა წარუდგინეს, არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ემსახურება კომპანიის ინსტიტუციონალურ განვითარებას სხვადასხვა დონეზე. ეს პროცესი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, იაპონია-ევროპის თანამშრომლობის ფონდის (JECF) დაფინანსებით, ასევე ქართველი და ევროპელი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც წარმატებით ხორციელდება არის თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც ავტობუსის მძღოლის პროფესიაში გადამზადდა 25 ქალი. მათ სწავლება გაიარეს სპეციალურად შერჩეულ ავტოსკოლაში და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღების შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ დასაქმებულიყვნენ მძღოლის პოზიციაზე. ამ ეტაპისათვის თბილისის მგზავრებს 21 ქალი მძღოლი ემსახურება”,-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ამავე კონფერენციის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელი მოაწერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ინიცირებულ ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებს (WEPS).

კონფერენციას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, იაპონიის საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დირექტორი დაესწრნენ.

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
HOUSE.GE - ახალი პლატფორმა მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის
"გალფში" საზაფხულო გათამაშება დაიწყო
WWW.TIME.GE – საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება