დავით ჭიჭინაძე - ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდა მოლაპარაკებები დაარღვია

ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ეს საერთო პროტესტი ყოფილიყო, დაარღვია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში დასაყრდენი პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ აღნიშნულით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ისარგებლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ საერთო კონტექსტიდან ამოხტომა, მოლაპარაკებების პირობა დაარღვია და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. პროტესტი სხვა არის, რევოლუცია – სხვა. დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას. ზამთრის პირში არეულ-დარეულობა და კიდევ უფრო ჩამოქცეული ეკონომიკა, არა მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდეს.

მე პროტესტს შევუერთდი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ეს ყოფილიყო საერთო პროტესტი, დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. ეს უკვე არ იყო საერთო ოპოზიციური პროტესტი, ეს იყო მათი პროტესტი. სამწუხაროა, რომ პროტესტის ჩამქრობი ისევ და ისევ გვევლინება „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და მათი მოსვლა გამორიცხულია! რომ მითიური თარიღები - 23 ნოემბერი ახლოვდება და „მიშა მაგარიას“ დაკვრებით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იქ მყოფ ადამიანს, ვისაც კავშირი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე მთელ საზოგადოებას!

პროტესტის გამოხატვის ფორმა არსებობს, მაგრამ არა რევოლუცია. ვფიქრობ, რომ რევოლუცია და „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა. მართალია, რეალურად, „ქართულ ოცნებას“ დასაყრდენი საზოგადოებაში პრაქტიკულად აღარ აქვს, მაგრამ ამით ვერასოდეს ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო