ნიკა მელია - ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, ძალაში რჩება - იქნება მწვავე პროტესტი

ყველაფერი ის, რაზეც შევთანხმდით, ძალაში რჩება. იქნება მწვავე პროტესტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მელია აცხადებს, პროტესტი მხოლოდ ერთ და ორ ადგილას არ იქნება.

„ყველაფერი ის, რაზეც დღეების განმავლობაში აქ შევთანხმდით, რჩება ძალაში. მეტიც, კიდევ უფრო მტკიცეა შეთანხმება განსხვავებულ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა, იქნება მწვავე პროტესტი, არა მხოლოდ ერთ და ორ ადგილას, იქნება უკომპრომისო პროტესტი ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი აქვს ივანიშვილის მხრიდან,“ -აღნიშნა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო