ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

დღეს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

ფინანსთა სმინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი გონჩა ილმაზ ბათური ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.

„კომიტეტის ფარგლებში განიხილეს, როგორც მხარეთა შორის დღის წესრიგით არსებული საკითხები, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანმა პირებმა ხელი მოაწერეს, რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმს, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე”,-აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირთა შეთანხმების თანახმად, ერთობლივი საბაჟო კომიტეტის სამუშაო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო