ლიტვაში ქალთა საერთაშორისო ფორუმში გაიმართა

ქალთა ბიზნეს საერთაშორისო ქსელმა ლიტვის პარლამენტთან და ლიტვაში კანადის საელჩოსთან ერთად, ქალთა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიებას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მეწარმე ქალებთან ერთად პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ მონაწილე მეწარმე ქალი, „ენკენის“ თანადამფუძნებელიც ესწრებოდა. ღონისძიების მიზანი, მეწარმე ქალების მოტივაციის ამაღლება, საერთაშორისო გამოცდილებისა და წარმატებული ისტორიების გაზიარება იყო.

ღონისძიება „ენკენის“ ვაშლის ჩიფსების პრეზენტაციით დაიხურა, რის შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ქართული პროდუქცია. პროდუქტმა დიდი დაინტერესებს და მოწონება დაიმსახურა. პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ მონაწილე წარმომადგენელმა სამომავლოდ მნიშვნელოვანი საექსპორტო კონტაქტებიც დამყარა.

„ლიტვაში, ქალთა საერთაშორისო ფორუმი სამი პლენარული სესიისგან შედგებოდა. პრეზენტატორები საკუთარ ბიზნესებსა და სხვა სოციალურად აქტუალურ თემებზე, მაგალითად, გენდერულ თანასწორობაზე საუბრობდნენ. მესამე პლენარული სესიის დახურვა ენკენის ვაშლის ჩიფსების შესახებ პრეზენტაციით მოხდა. პროდუქტმა დიდი დაინტერესებს და მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ, საექსპორტო კონტაქტებიც დავამყარეთ“, - აღნიშნა „ენკენის“ თანადამფუძნებელმა ნონა ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, მეწარმე ქალებს მხარდაჭერას პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ უწევდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს