ალეკო ელისაშვილი - "სამოქალაქო მოძრაობა" მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს

"სამოქალაქო მოძრაობა" რეგიონებში გასვლასა და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ელისაშვილის თქმით, ისინი ოპოზიციური ბრძოლის ფრონტიდან არ გადიან.

"დღეიდან ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში გასვლას და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას. ჩვენ ვამხელთ მათ ბიზნესს, მათ კორუფციას, მათ უკანონობას კონკრეტულ რაიონებზე. მხილების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ არათუ რუსთაველის გავსება იქნება პრობლემა, არამედ სულ რამდენიმე წუთი დარჩება "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენის! ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მძაფრი წინააღმდეგობის გაწევას იმისთვის, რომ მოვიპოვოთ პატიოსანი, ანუ პროპორციული წესით ჩატარებული ვადამდელი არჩევნები. ვხედავთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, თუ რა მასშტაბის პრობლემას ქმნის მაჟორიტარებისა და შერეული სისტემის არსებობა ქვეყნისათვის, როგორ მიჰყავს ამ სისტემას უკან ქვეყანა და როგორ არ აძლევს წინსვლისა და განვითარების საშუალებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში გასვლას. ჩვენ ერთიანი ოპოზიციური ბრძოლიდან არ გავდივართ და ვრჩებით ამ ერთობლივ ფრონტზე და ეს იქნები ჩვენი ბრძოლის კომპონენტი ამ საერთო საქმეში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციას „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს