დავით ბერძენიშვილი - საპროტესტო ტალღა არც სასამართლო დარბაზში შეჩერდება,  არც დარბაზის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით

ერთი რამ აშკარაა, საპროტესტო ტალღა არც სასამართლო დარბაზში შეჩერდება, არც დარბაზის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა თავისი შვილის, ზუკა ბერძენიშვილის სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ.

"მტკიცებულებები რაც არ არის, ვერ მოიტანდნენ. ახლა რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებთ და ერთ საათში მოვიტანთო. მტკიცებულებები აქ არ არის. ძალიან მტკიცე იყო ეს ექვსეული და წინა ექვსეულიც. არ ეშინიათ ამ უკანონო ფსევდოსასამართლოსი. არც ერთი თავს დამნაშავედ არ ცნობს. თითქმის ყველას აქვს პრეტენზია დაკავების მომენტში პოლიციელებთან. სად არის ნივთმტკიცებებიო და კადრებიო, ზუკამ უპასუხა. ყველა ტელევიზიას აქვს გადაღებული როგორ მოათრევდნენ, როგორ ეპყრობოდნენ არა მარტო ზუკას. ვაიმე შეგვეშალაო და ამის გამო გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანონ, ამას არ ველოდებით. ჯარიმა იქნება თუ რამდენიმე დღით დატოვებენ, ამას არც ერთს არ გამოვრიცხავ. ერთი რამ აშკარაა, საპროტესტო ტალღა არც დარბაზში შეჩერდება არც დარბაზის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით. ეს ადამიანები ბუნებრივია, თავისი სიმტკიცით კიდევ უფრო გაკაჟებულები გამოვლენ აქედან",- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის