არჩილ თალაკვაძემ ელიზაბეთ რუდთან და კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების შესაძლებლობები და  2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების შესაძლებლობები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და პარლამენტის საშემოდგომო სესიის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

არჩილ თალაკვაძემ ელჩებს მადლობა გადაუხადა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და უკანონოდ დაკავებული ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს