ბექა ბასილაია მოსამართლეს - ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას თქვენ გიკარნახებენ

ამ საქმეებზე გადაწყვეტილება არ მიიღება ამ დარბაზში, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას თქვენ გიკარნახებენ,- ამ სიტყვებით მიმართა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებულმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს სასამართლო პროცესის მსვლელობისას.

ბასილაიამ განაცხადა, რომ აზრი არ აქვს ვინ იქნება მოსამართლე, რადგან ამ სასამართლო სისტემაში არც ერთი მოსამართლისგან არ აქვს ობიექტური სასამართლოს მოლოდინი.

„ ვინც არ უნდა იყოს მოსამართლე, ამ საქმეებზე გადაწყვეტილება არ მიიღება ამ დარბაზში , ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას თქვენ გიკარნახებენ, შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი ინტერესი ამ ეტაპზე ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ამ საკითხების განხილვა. თუ დავალება გექნებათ, რომ გავთავისუფლდეთ, გავთავისუფლდეთ და დროულად შევუერთდეთ დემონსტრაციას რუსთაველზე“,- განაცხადა ბასილაიამ მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ელგუჯა ბაგრატიონს, გურამ მჭედლიშვილს, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილს, გიორგი ბუნტურის და ლუკა ჭიჭინაძის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო