ვატო შაქარიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მაშველი რგოლი დარჩა - დემორალიზებული და დისკრედიტირებული ოპოზიცია

„ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მაშველი რგოლი დარჩა - დემორალიზებული და დისკრედიტირებული ოპოზიცია, - ამის შესახებ ვატო შაქარიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად გადაარჩინა, შეინარჩუნა მორალურად გახრწნილი და დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერები, რომელსაც წლების განმავლობაში წარმატებით იყენებს საზოგადოების შანტაჟისათვის.

მისი განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ დიდია იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგია, მაგრამ „ოცნების“ მხარდამჭერი არ არის, პოლარიზებულ გარემოში კი ირიბად საზოგადოების ეს ნაწილი იძულებულია არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთოს რათა აიცილოს „ნაცმოძრაობის“ რევანში და ქვეყნის დესტაბილიზაცია.

„ქართულ ოცნებას“ ყველა კრიზისში, რომელსაც თავად ქმნის საკუთარი გაუმართლებელი შეცდომებითა და უუნარობით, მაშველ რგოლად ესახება „ნაცმოძრაობა“ მისი დანაყოფებით, რომელიც მისივე მეცადინეობით პირველ ოპოზიციურ ძალად არის წარმოდგენილი. მკვეთრად პოლარიზებული პოლიტიკური და მედიასივრცე „ქართულ ოცნებას“ უქმნის ფუფუნებას, მოატყუოს ხალხი და იმოქმედოს საზოგადოდ აკრძალული თამაშის წესებით.

საზოგადოების მოტყუება და მზაკვრობაა ის უნიჭო სცენარი, რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით „ქართულმა ოცნებამ“ გაითამაშა პროპორციული არჩევნების დანაპირებთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, მძიმედ დააწვება „ოცნების“ გაცვეთილ რეპუტაციას და ფაქტიურად ამოიწურება საზოგადოებაში ნდობისა და ლეგიტიმაციის რესურსი.

ჩვენ ერთი წლის წინ დავსახეთ მიზანი, გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან ისე, რომ არ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ მოძალადე რეჟიმის დაბრუნება. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ არაჯანსაღად დიდი წილის შემცირებისა და მკვეთრად პოლარიზებული ვითარების განმუხტვისათვის საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს ესახებოდა სწორედ პროპორციული არჩევნები, რომელიც გამოვიმუშავეთ, მაგრამ წაგვართვეს. რაც იმას ნიშნავს რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ხელისუფლების 100% შენარჩუნება, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ როდესაც რაიმე არ გეკუთვნის და მის შენარჩუნებას ყველანაირი მეთოდებით ცდილობ, დიდი ალბათობით მას მთლიანად დაკარგავ“, - აღნიშნულია ვატო შაქარიშვილი განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო