ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა (NCDC) და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, 20 ნოემბერს, 10:30 საათზე ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, გერმანიის ელჩი საქართველოში, გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ), საქართველოს, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ორგანიზაციების, საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

მათივე ცნობით, ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტი „დასავლეთ აზიური ქსელის შექმნა კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, რომელიც წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „გერმანიის ბიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის“ ნაწილს, ხორციელდება 2013 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ.

პროექტის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფართოება, გერმანელი მეცნიერების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით ბიოლოგიური უსაფრთხოების რეგიონალური ქსელის ჩამოყალიბება და საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა.

ღონისძიება ჩატარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა