18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო შსს-ს გავლენის ქვეშ არის და დღევანდელი პროცესი ფორმალურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხის და გოჩა მჟავანაძის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

დაკავებულების ადვოკატების ნაწილმა მოსართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები 7 საათის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან, თუმცა მათი ნახევარის საქმეებიც კი არ არის განხილული.

გარდა ამისა, ადვოკატებმა მოსამართლის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკითხი დააყენეს და აღნიშნეს, რომ "სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენის ქვეშ არის" და "დღევანდელი პროცესი ფორმალობას ემსახურება".

ამასთან, ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით, დაკავებულებს ჰიგიენური და ფიზიკური პრობლემები აქვთ.

ამასთან, ადვოკატებმა გააპროტესტეს სხვა დაკავებულების პროცესების გადადება, 1 საათით მტკიცებულებების მოპოვების მიზეზით და აღნიშნეს, რომ ეს გონივრული ვადა არ არის, მით უმეტეს, რომ ადვოკატების ნაწილი ასევე სხვა დაკავებულების იცავენ და შუალედში მოსამართლე სხვა დაკავებულების პროცესებსაც ნიშნავს, სადაც ეს ადვოკატები უნდა დაესწრონ.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა