ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი  სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან სასამართლომ ხუთივე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტეპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაზა სიხარულიძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაუდასტურა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილებას რამდენიმე დასაბუთება ჰქონდა. ფანცულაია ამბობს, რომ სასამართლო განხილვების 9-თვიანი ვადა მალე გადიოდა, ამასთან, საქმის მსვლელობამ სასამართლოში გამოკვეთა, რომ დაკავებული პირების ბრალდება არასწორად მოხდა.

"თითქმის, 9-თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა ხუთივე პირი ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე მაღალი ალბათობით, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან არასწორად მოხდა მათი ბრალდება იმ 5 პირის მიმართ, რომლებიც დღეს სასამართლომ გაათავისუფლა. რაც შეეხება მეექვსე ძებნილ პირს, მისი საქმე ამ საქმისგან გამოყოფილად მიმდინარეობს", - განაცხადა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, ვერცხის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძე მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა 5 პირი, ზაზა სიხარულიძე, ლაშა სიხარულიძე, მიხეილ ხაჩიძე, გიორგი დიდებულიძე და ლევან პეტრიაშვილი დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა