პარლამენტთან აქცია განახლდა

პარლამენტის შენობის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან.

აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი დღეს ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ განაცხადებენ.

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ისინი ორშაბათისთვის, 24 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან და პარლამენტის პიკეტირებას ისევ მოახდენენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს