18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 8 პირის პროცესი მოსამართლემ 2 საათით გადადო, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა

18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 2 საათით გადადო. მოსამართლის მიერ ადვოკატების შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. "მოგაკითხავთ კანონი", "არაკაცები ხართ",- ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა სასამართლო დარბაზი დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის - ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხის და გოჩა მჟავანაძის პროცესი მიმდინარეობდა.

დაკავებულების ადვოკატების ნაწილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები 7 საათის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან, თუმცა მათი ნახევარის საქმეებიც კი არ არის განხილული. შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში