გიგი უგულავა - 5 თვეში 2-ჯერ  არც ერთ ხელისუფლებას არ დაურბევია ხალხი

ხელისუფლება იქცევა სირაქლემასავით, რადგან მათი ერთადერთი პოზაა, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისი ჩაიდინა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უგულავას შეფასებით, მთავრობა ხალხს ატყუებს, ვითომ მუშაობენ და, მისი თქმით, სწორედ ამ მუშაობის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს და მთავრობას.

„ხელისუფლება იქცევა სირაქლემასავით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ საუკუნის მზაკვრობის შემდეგ, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, იმ საუკუნის გადაგდების შემდეგ, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, 20 ივნისის შემდეგ, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, მათი ერთადერთი პოზა არის, რომ ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. დამეთანხმებით, რომ ყველაზე გამაღიზიანებელი არის ეს, რომ ხელისუფლებას აქვს პოზა, რომ ვითომ არაფერი ხდება და ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთო. ისინი თავს აჩვენებ, რომ თითქოს მუშაობენ და ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. ანუ თავის მოტყუების, ხალხის მოტყუების საშუალება, ვინაიდან ვთანხმდებით, რომ ისინი არ მუშაობენ, ისინი უბრალოდ იტყუებიან“, - განაცხადა უგლავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს პიკეტირება და რადიკალური ბლოკირება იმ ობიექტების, რომლებიც ხალხისთვის სერვისს ახორციელებენ. მისი თქმით, ასეთი ობიექტი იუსტიციის სახლია.

„მაგალითად, ჩვენ არასდროს არ უნდა მოვახდინოთ პიკეტირება იუსტიციის სახლის, იმიტომ, რომ ის ხალხს ემსახურება, მაგრამ პარლამენტი ხალხს არ ემსახურება. აქ არანაირი სერვისი არ ხორციელდება. კანცელარიაში არანაირი სერვისი არ ხორციელდება. იქ შეიკრიბებიან პატიოსანი გვამები და საუბრობენ იმაზე, რაც არ აინტერესებს ხალხს“, - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ რეკორდი მოხსნა, ვინაიდან არც ერთ ხელისუფლებას არ დაურბევია ხალხი ასეთი ინტენსივობით და მათი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ ბიურის სხდომების ჩატარება ხელისუფლებას „დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეს“.

„ჩვენი ამოცანა ის კი არ იყო, ბიუროს სხდომა ჩატარდებოდა თუ არ ჩატარდებოდა, ეს ბიური დიდი არაფერია, გინდა ჩატარებულა და გინდა არა. ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველი ასეთი აქტი მოტყუების და მოჩვენების, როგორიც იყო მაგალითად, გუშინდელი ბიურო, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დაუჯდეს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორიც იყო გუშინ. აი იმ უბედური, გაქუცული ბიუროს ჩასატარებლად, 3 000 პოლიციელი და სპეცრაზმელი გამოიყვანეს და რეკორდი მოხსნეს, იმიტომ, რომ 5 თვეში 2-ჯერ რუსთაველზე, არც ერთ ხელისუფლებას არ დაურბევია ხალხი ასეთი ინტენსივობით“, - განაცხადა უგულავამ.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა