„სირცხვილიას“ წევრები პარლამენტიდან სასამართლოსთან მივლენ, სადაც 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლები დასრულდა. მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ისინი ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აპირებენ გადასვლას, რათა გუშინ დაკავებულ აქციის მონაწილეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიციამ აქციის 37 მონაწილე დააკავა, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია. მათი ნაწილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო