ირაკლი ნადირაძე -  ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ არც ერთი წამით, რაც არ უნდა მოგვისაჯოთ

ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ არც ერთი წამით, რაც არ უნდა მოგვისაჯოთ. ციხეში ვიქნებით, ციხიდან გავაგრძელებთ პროცესს, გარეთ ვიქნებით, გარედან გავაგრძელებ მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი არ დამთავრდება, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულმა, თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

როგორც ნადირაძემ პროცესზე აღნიშნა, გავრილოვის ღამე ამ ღამესაც გრძელდება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა „ამ რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში არასოდეს გათენდეს, იყოს უკუნი, სიბნელე“.

"რამდენიმე საათში 5 თვე გახდება 20 ივნისის ცნობილი მოვლენებიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ გავრილოვის ღამე ამ ღამესაც გრძელდება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ამ რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში არასოდეს გათენდეს, იყოს უკუნი, სიბნელე, იყოს ასეთი სასამართლო, ასეთი პოლიცია. მე, როგორც 4 შვილის მამა, რომელსაც უნდა ჩემმა შვილებმა, აქ მყოფმა ადამიანებმა ვიცხოვროთ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც პრემიერი პრემიერობის, პარლამენტი პარლამენტის, სადაც ადამიანებს თვალებს არ თხრიან. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ არც ერთი წამით, რაც არ უნდა მოგვისაჯოთ. ციხეში ვიქნებით, ციხიდან გავაგრძელებთ პროცესს, გარეთ ვიქნებით, გარედან გავაგრძელებ მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი არ დამთავრდება",- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რასაც დარბაზში ტაში და შეძახილები მოჰყვა "თავისუფლება გმირებს".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. პროცესი 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა