ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის საშუალება მანდატურებმა არ მისცეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მივიდა. მისი თქმით, მანდატურებმა არ მისცეს საშუალება შეხვედროდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს ვასილ მშვენიერაძეს.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურდა ენახა ბრალდებულები.

"ძალიან არაორგანიზებული დახვდა სასამართლო სისტემა ამდენ საქმეს. მაინტერესებდა დაკავებულების ადგილსამყოფელი, ისინი სასამართლოში იმყოფებიამ. მე მინდა სასმართლო სისტემა ემსახურებოდეს ქვეყანას ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანების უფლებები. ამდენი ადამიანია სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარე არ ხვდება საორგანიზაციო საბჭოს დეპუტატებს. მე ყოველთვის მოვდიოდი სასამართლოში, მაგრამ ბოლო პერიოდში ამიკრძალეს და მომთხოვეს საშვი", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

ამ დროისთვის, მანდატურები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კაბინეტის მიმდებარე ტერიტორიას გაძლიერებულად იცავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა