გიგი უგულავა პოლიციელებს - თქვენ უკანონობას ასრულებთ და მიიღებთ ხალხის რისხვას, არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ, მაგრამ თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება

თქვენ უკანონობას ასრულებთ და მიიღებთ ხალხის რისხვას, არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ, მაგრამ თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, - ასე მიმართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ გამართული აქციის ტრიბუნიდან.

მისი თქმით, მათი სურვილია, „თითოეულმა პოლიციელმა იგრძნოს, რომ აბსურდს ჩადის, იქ რომ დგას“.

„პოლიციელების საყურადღებოდაც მინდა ვთქვა, თქვენთან ურთიერთობასაც კარგად გამოვიმუშავებთ. უბრალოდ მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ერთ მომენტში, ფარებით, ხელკეტებით შეიარაღებულები რომ მოხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ბავშვებივით მოგექცევით. ვიღაცა თითს დაგანახებთ, როგორც კალაძე და ამას სამწუხაროდ დაიმსახურებთ. ვიღაცა მასკით მოგივათ, დაგეჯღანებათ და გაიქცევა. თქვენ მოხვალთ, დაიღლებით ამ უკანონობის შესრულებით. თქვენ მიიღებთ ხალხისგან რისხვას. არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ უკანონობას ასრულებთ, მაგრამ ამავე დროს უნდა გესმოდეთ, რომ თმენა თქვენი ვალდებულებაა, მაგრამ ჩვენი სამიზნე თქვენ არ ხართ, ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველი აქტი, ყოველი მატყუარა სიმულაცია აქტები, რომ ვითომ მთავრობა მუშაობს, გახდეს შეუძლებელი“, - განაცხადა უგულავამ.

მან 24 ნოემბრის სამოქმედო გეგმაც გააჟღერა. მისი თქმით, აქტივისტები ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანთან, ფართომასშტაბიანი მსვლელობა მოხდება პარლამენტისკენ და აქ გაიმართება საპროტესტო აქცია, დამრჩენები დავრჩებით ღამე და მეორე დღეს, 12:00 საათზე, როდესაც მოვლენ პატიოსანი გვამები იმისთის, რომ მორიგი მურუსიძე აირჩიონ უზენაეს სასამართლოში, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. შემდეგი იქნება კანცელარია“,- აღნიშნა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა