რომან გოცირიძე არჩილ თალაკვაძესთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დაშლამდე შედგა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, 18 ნოემბრის აქციის დაშლამდე მას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დაურეკა. როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსში" განაცხადა, თალაკვაძემ მას პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანა შესთავაზა.

"2 დღის წინ მირეკავს თალაკვაძე შუაღამეს. იმიტომ რეკავდა, რომ მერე ეთქვა - ჩვენ შევთავაზეთ მშვიდობიანი მოლაპარაკებები და არ წამოვიდნენო. ალბათ, ირმასაც დაურეკა. ადრე არასდროს დაურეკავს, არც კობახიძეს დაურეკავს, ახლა ალბათ, იმიტომ დარეკა, კრიზისული სიტუაცია იყო და იყვნენ შეშინებულები, მაგრამ ეს დარეკვაც მან გამოიყენა ძალიან არაწესიერად. მან თქვა ასეთი რაღაც: თურმე მას უნდოდა ამ ვითარების მშვიდობიანად მოგვარება და თურმე ოპოზიცია არ წამოვიდა დათმობებზე და მოგვიწია დარბევაზე წასვლაო.

მითხრა: მოდით დავიწყოთ ამ პროცესების პარლამენტში გადმოტანაო. ვკითხე - შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილება-მეთქი? ვადაა გასულიო. გერმანულ მოდელზე დათანხმდები-მეთქი? იმის მაგივრად, რომ ხავსს მოეჭიდონ, მართლა წყალწაღებულები არიან და ხვალ თვითონ დაიწყებენ ამ მოდელის თხოვნას... მიპასუხა, ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებაო.

ვუთხარი, მოდიხართ ჩვენს სამ მოთხოვნაზე: ატარებთ რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს შემადგენლობას შეცვლით-მეთქი? აბა რაზე ვისაუბროთ? აბა რას რეკავ, სად მეპატიჟები?!

დღეს გამოაცხადა, რომ დაგველაპარაკა, ჩვენ შევთავაზეთ დიალოგიო და რადგან არ წამოვიდნენ დიალოგზე, ამიტომ დაარბიეს და გაწმინდეს ტერიტორია. ყოველი კომიტეტის სხდომა და ბიუროს სხდომა თუ უნდათ ამ გაწმენდებით ჩაატარონ, გახდებიან ძალიან სასაცილოები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო