მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციებისას დაკავებული კიდევ 6 პირი, მათ შორის,    ბექა ბასილაია და  ზუკა ბერძენიშვილი, დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ 6 პირი - ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მათი სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე გაიმართება.

"ფარისეველი ხართ", - ამ სიტყვებით მიმართა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რის გამოც, ბასილაია ვალერიან ფილიშვილმა 300-ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა