პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - თუ ევროკავშირი მეზობელ ქვეყნებს რეალურ პერსპექტივას არ შესთავაზებს, ამას სხვები - რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი გააკეთებენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მეზობელ ქვეყნებს კავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა უნდა შესთავაზოს. ამის შესახებ მან პოლონეთის სენატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს გაერთიანებიდან საიმედო გარანტია არ ექნებათ, მათ შეიძლება სხვა არჩევანი გააკეთონ.

„ჩვენ აღარ ვცხოვრობთ დასავლეთის აშკარა დომინირების ეპოქაში. შორეულ აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში და სამეზობლოში არიან საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც ევროპის სისუსტით ისარგებლებენ. ევროკავშირი უნდა იყოს ღია ახალი წევრების მისაღებად. თუ ჩვენ მათ რეალურ პერსპექტივას არ შევთავაზებთ ამას ჩვენს ნაცვლად სხვები - რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი გააკეთებენ“, -განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა