ისრაელმა სირიაში საპასუხო საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა სირიაში ირანისა და სირიის სამხედრო ძალების ათეულობით სამიზნის წინააღმდეგ საპასუხო საჰაერო თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყედნობით ავრცელებს.

„ირანის სამხედრო ძალების მიერ სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების ავია გამანადგურებლებმა ირანისა და სირიის სამხედრო ძალების ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანეს,“ - ნათქვამია ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიის თავდაცვის ძალებმა ისრაელის გამანადგურებლების მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობის განადგურება მანამდე შეძლეს, სანამ ისინი სამიზნეებს მიაღწევდნენ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა