რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - გაკვირვებული ვართ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარით ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო განახლების შესახებ

გაკვირვებული ვართ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით რუსეთის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის შესახებ, ასევე მისი მუქარით, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას განაახლებს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაკვირვებულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა დაპირება ვერ შეასრულოს, ასევე მისი მუქარით, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას განაახლებს,“- განაცხადა კონაშენკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლების შესახებ ჩრდილოეთ სირიაში დაძაბულობის ესკალაციის საშიშროებას ქმნის „ნაცვლად იმისა, რომ ეს დაძაბულობა შემცირდეს, რასაც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს.“

თურქული გამოცემა Yeni Safak-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განაახლოს, თუკი ქურთული ძალები თურქეთ-სირიის საზღვარს არ დატოვებენ. ჩავუშოღლუმ რუსეთი და შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ანკარასთან მიღწეული შეთანხმებებით გათვალისწინებულ საჭირო ქმედებებს ვერ ახორციელებენ.

ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის