გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრენიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მეტრომშენის დასახლების და შალვა მშველიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, დავით კვაჭანტირაძის, ემზარ სულაქველიძის, ალუბლების და იოზეფ პილსუდსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას V ქუჩის, თამარ მეფის, ჯანჯღავას, გლდანულას, გლდანის ხევის, გლდანის, კაჭარავას და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, II, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ქერჩის, ვარდისუბნის, 26 მაისის, ბორითის, ბოლნისის და თერგის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, კოჯრის და წავკისის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ილორის, იოსებ ჟორდანიას, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის და გაგრის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა