თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული  პირების პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. სხდომები სასამართლოში 13:00 საათიდან დაიწყება.

კერძოდ, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 13:00 საათზე იმსჯელებს.

6 პირის - ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე ჩატარდება. ხოლო ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის სასამართლო პროცესი 14:30 საათზე გაიმართება.

ასევე, დღესვე გაიმართება სხვა დაკავებულების პროცესიც.

სასამართლო დღესვე ასევე იმსჯელებს "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც. მისი პროცესი 17:50 საათზე დაიწყება.

19 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული, აქედან ერთი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე 18 ნოემბერს გათავისუფლდა.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა