დავით ზალკალიანი - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს ვთხოვე,  ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით ყველა საშუალება გამოიყენონ

„მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და გატაცებები კატეგორიულად მიუღებელია.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა. განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება. ჩვენ ასევე განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე დაძაბულობის განმუხტვისა და შექმნილი ვითარების გადაჭრისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო