კახა კალაძემ კანდელაკის ქუჩაზე განთავსებულ მილებზე უკანონო დაერთების საკითხის შესწავლა საკუთარ მოადგილეს დაავალა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე განთავსებული ორ მილი უკანონო დაერთების გამო დაზიანდა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს ამ მონაკვეთის მოწესრიგებას და დამრღვევსაც გამოავლენს.

„როცა ვამთავრებთ სამუშაოებს შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ვახორციელებთ დაკვირვებას ქსელზე, რომელიც არის მიწისქვემოთ განთავსებული. არის სპეციალური მანქანა რობოტი, რომელიც შედის მილში და ლაივ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას ვიდეოკადრებით თუ რა მდგომარეობაა არსებულ მილებში. კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება, ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები არის დაზიანებული. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია. არ არის სწორი ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ. მე არ ვიცი ვის მიერაა ეს განხორიცელებული. ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ მონაკვეთის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ იმასაც თუ ვის მიერ იქნა დაზიანებული", - განაცხადა კალაძემ.

მან საკითხის შესწავლა მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიას დაავალა.

„მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული. ეს ხომ მხოლოდ დედაქალაქის მერიის და ჩვენი არ არის. ეს არის ყველასი, ვინც ამ ქუჩაზე ცხოვრობს, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების. ცოტა მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება ახალ განხორციელებულ პროექტებზე. ირაკლი ბენდელიანის მინდა დავავალო, რაც შეიძლება დროულად იქნეს მოწესრიგებული და მოგვარებული ეს პრობლემა და პარალელურად იქნეს გამოვლენილი თუ ვინ ჩაიდინა ეს უმსგავსობა," - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა