თბილისში A კატეგორიის 13 ათასზე მეტი ტაქსია რეგისტრირებული, მეორე ეტაპზე კი ქიმწმენდის 500-მდე ვაუჩერი გაიცა

დედაქალაქში A კატეგორიის 13 ათასზე მეტი ტაქსია რეგისტრირებული, მეორე ეტაპზე კი ქიმწმენდის 500-მდე ვაუჩერი გაიცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კალაძე ვარაუდობს, რომ ეს ოდენობა კიდევ შეიცვლება.

„საკმაოდ გაიზარდა A კატეგორიაში რეგისტრირებული მძღოლების ციფრი და ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე ეტაპი დავიწყეთ ვაუჩერების გაცემის და გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, ვიდრე იყო პირველ შემთხვევაში, იმ მოწოდებების შემდეგ რომელიც გაჟღერდა ჩვენ მიერ, დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერია გაცემული, როცა პირველ შემთხვევაში 87 ვაუჩერი გამოიყენეს მძღოლებმა მხოლოდ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიისთვის მთავარია ტაქსებში იყოს სისუფთავე, მოწესრიგებულობა და მოქალაქეებმა იგრძნონ თავი კომფორტულად.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა