აკაკი ზოიძე - მიმდინარეობს შიდაპარტიული კონსულტაციები, მათი შედეგების მიუხედავად, დიდხანს არ გავაგრძელებ ფიქრს -  უახლოეს დღეებში ჩემს პოზიციას გაგაცნობთ

მიმდინარეობს შიდაპარტიული კონსულტაციები, მათი შედეგების მიუხედავად, მომავალ კვირას ჩემს პოზიციას და კონკრეტულ წინადადებას გაგაცნობთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მისი უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.

მისი თქმით, აღნიშნულზე და სხვა პოლიტიკურ თემებზე ის მეტ კომენტარს არ გააკეთებს და მისი პოზიცია მიმდინარე საკითხებზე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„მკაფიოდ ვთქვი, რომ პაუზა მაქვს აღებული. მიმდინარეობს შიდა პარტიული კონსულტაციები. მათი შედეგების მიუხედავად, დიდხანს არ გავაგრძელებ ფიქრს, უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას ჩემ პოზიციას და კონკრეტულ წინადადებას გაგაცნობთ. ეს მხოლოდ პოზიცია არ იქნება, წინადადებაც იქნება",-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო