მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა კომპანია „ვისოლის“ ოფისთან ყუთით ვაზელინი მიიტანეს

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა კომპანია „ვისოლის“ სათაო ოფისთან ერთი ყუთი ვაზელინი მიიტანეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობენ, მათ ამ ფორმით სურდათ გამოეხატათ პროტესტი კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურადაა განწყობილი.

„ვაზელინის დიდი ყუთი მივუტანეთ ფხაკაძეებს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს და ზოგადად თანამშრომლობენ „ქართულ ოცნებასთან“, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ახალგაზრდებს დასთხარა თვალები, რომლებმაც ჩვეულებად აქციეს ნეპოტიზმი, კორუფცია, კრიზისამდე მიიყვანეს ქვეყანა და უფსკრულში ჩეხავენ. ყველას მოვუწოდებთ, ნუ ჩაასხამენ საწვავს „ვისოლში“. ჩვენ ყველა იმ ბიზნესთან მივალთ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს, მათაც მივუტანთ ვაზელინებს, რადგან ისინი ისტორიის არასწორ მხარეს დგანან“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო