ისრაელის თავდაცვის მინისტრი - რვაფეხა ირანს ყველგან გავანადგურებთ -  ვინც ისრაელის მიმართულებით დღისით შეტევას განახორციელებს, ღამით ვეღარ დაიძინებს

ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ირანელია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს.

როგორც ცნობილია, ისრაელმა სირიაში ირანისა და სირიის სამხედრო ძალების ათეულობით სამიზნის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელი წესებს ცვლის და „ნებისმიერი, ვინც ისრაელის მიმართულებით დღის განმავლობაში შეტევას განახორციელებს, ღამით ვეღარ დაიძინებს“.

„ჩვენი გზავნილი ირანის ლიდერებისადმი მარტივია: თქვენ აღარ გაქვთ იმუნიტეტი. სადაც არ უნდა გაავრცელოთ თქვენი საცეცები, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ისრაელის მოქალაქეების დაცვას“, - განაცხადა ნაფტალიმ.

მისივე თქმით, „ისრაელი ჯერ თავად რვაფეხას თავს, თეირანს არ დამუქრებია, თუმცა ამ რვაფეხას თავთან მიახლოება შესაძლებელია“.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის