ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს ყოფილი ელჩის, ხათუნა სალუქვაძის ბინის ქირის დავალიანება ზიანს აყენებს დიპლომატთა რეპუტაციას

ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ხათუნა სალუქვაძის ბინის ქირის დავალიანება ზიანს აყენებს დიპლომატების რეპუტაციას, -ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას „ბალთიქ თაიმსი“ ავრცელებს.

”სამინისტრო გააგრძელებს დიპლომატიური ზომების მიღებას არსებული ვითარების მოსაგვარებლად“, - განაცხადეს ქვეყნის საგარეო უწყებაში.

თავად ხათუნა სალუქვაძე გამოცემასთან აცხადებს, რომ დავა დასრულებული არ არის და ბინის ესპანელ მეპატრონეს არაკანონიერად ზედმეტი თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს. დიპლომატი ასევე განმარტავს, რომ მეპატრონემ მას შეურაცხყოფა მიაყენა და აპირებს საქმეზე სასამართლოს მიმართოს.

„იმედი მაქვს, რომ სასამართლო სისტემა არ იქნება გამოყენებული, რომ მოხდეს ჩემი ინტერესების და რეპუტაციის რისკის ქვეშ დაყენება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ ნდობას და პატივისცემას ლიეტუვას სასამართლოს მიმართ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას შესაძლებლობა ექნება საფუძვლიან ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანოს განაჩენი“, - აცხადებს ყოფილი ელჩი.

სალუქვაძე ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფაქტი „ჩრდილს არ მიაყენებს საქართველოსა და ლიეტუვას განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას“.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძეს, ბინის მეპატრონე ქირის დავალიანების გამო ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო