კახა კალაძის განცხადებით, თუ პარლამენტის ბლოკირება მოხდება, შესაბამისი სამსახურების მიერ რეაგირება იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

როგორც კალაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებს არ გაცდნენ.

“აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს. ადამიანებს აქვთ უფლება, შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და მთავარია, ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. რა თქმა უნდა, ვერავინ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოვიდნენ და გამოხატონ თავისი მოსაზრება. თუ მოხდება ბლოკირება, შესაბამისი სამსახურების მიერ იქნება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან აქცია 25 ნოემბერს გაიმართება, 26 ნოემბერს კი პარლამენტის შენობის პიკეტირება იგეგმება.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო