თამარ ჩუგოშვილი - გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ არანაირი პარტიის შექმნაზე არ ვფიქრობთ

გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი პარტიის შექმნაზე, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა მედიას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამ ეტაპზე მისი გეგმები მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობას უკავშირდება.

"პარტიის შექმნისთვის ჩვენ არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა პოლიტიკაში, რადგან სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ.

ჩვენი გეგმები პირველ რიგში დაკავშირებულია დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საპარლმენტო საქმიანობასთან და იმასთან, რომ ვადა ღირსეულად დავასრულოთ", -განაცხადა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა