აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესზე მოსამართლეს „ივანიშვილის მონა“ უწოდეს, რის გამოც რამდენიმე პირი დარბაზიდან გააძევეს

18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ დაკავებულების სასამართლო პროცესზე მცირე ხმაური იყო. სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის მისამართით თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილის მონაა", რის გამოც მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. ამ რეპლიკას დარბაზში ტაში მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ კიდევ რამდენიმე დამსწრეს დარბაზი დაატოვებინა.

„ტაშის გამო მიშვებთ დარბაზიდან?" - იკითხა გაძევებულმა პირმა.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ დაკავების დღეს სამართალდამცავების მანქანა ავარიაში მოყვა, რაც სამართალდამცავმა ვერ გაიხსენა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა