კობა გვენეტაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას გაცვლით კურსზე არ უმოქმედია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას გაცვლით კურსზე არ უმოქმედია.

როგორც კობა გვენეტაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინტერვენციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები და აუცილებელი იყო შევსება. მისივე თქმით, სებ-ის მიერ რეზერვების შევსებას, არც გაცვლით კურსზე და არც ეკონომიკურ ზრდაზე არ უმოქმედია.

„ საქართველოს ეროვნული ბანკი სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის რეგიონში იყო ერთადერთი ეროვნული ბანკი, რომელსაც ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები. ჩვენი ინტერვენცია ყოველთვის არის გააზრებული კონტექსტში და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ინტერვენციას, რომელიც განხორციელდა გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეუცვლია. მიუხედავად ამ ინტერვენციებისა, სავალუტო კურსი იქნებოდა ის, რაც იყო. როდესაც ბაზრისათვის საჭირო გახდა, გავყიდეთ რეზერვები “,-აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სებ-ი პოლიტიკის განხორციელების დროს ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე და სჭირდება ადეკვატური რეზერვები.

ცნობისთვის, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების პროექტი წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა