თამარ ჩუგოშვილი - კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არაა -  პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმუშაონ, რომ საჭირო არ იყოს მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება

ძალიან დასანანია, პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა მედიას, ბოლო პერიოდში განვითარებილ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, კანონიერი ფორმებით გამოხატული პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია და ყველას აქვს უფლება, თავისი განწყობა ჰქონდეს, თუმცა პოლიტიკოსებმა კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ისწავლონ.

"აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და ნებისმიერი მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. კარების აჭედვა, ბოქლომის დადება და ა.შ კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის. კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ, რისი დემონსტრირება იყო ვერ გეტყვით,ძალიან ცუდი საყურებელი იყო. ძალიან დასანანია, პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება. ეს პროცესი რამდენჯერ უნდა გაიაროთ? პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმუშაონ, რომ საჭირო არ იყოს მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო