კახა ოქრიაშვილი არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების თაობაზე ინიციატივას მხარს არ უჭერს

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების თაობაზე ინიციატივას მისი მხარდაჭერა არ ექნება. როგორც ოქრიაშვილმა, ინიციატივის ავტორთან, დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან შეხვედრაზე ინფორმაცია მოისმინა, თუმცა ის კვლავ რჩება შერეული საარჩევნო სისტემის მომხრედ.

"ვიკითხე რას აპირებს დიმიტრი ხუნდაძე და მისი გუნდი, მივიღე ინფორმაცია. მე ვარ მხარდამჭერი შერეული სისტემის, როგორც ყველაზე პროგრესული სისტემის და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ჩემი ხელმოწერა არ იქნება", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების თაობაზე ინიციატივის პარლამენტში ინიცირებასთან დაკავშირებით პროცედურებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა