მამუკა მდინარაძე საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის შესახებ კითხვაზე - არანაირ იზოლაციაზე საუბარი არ არის

არანაირ იზოლაციაზე საუბარი არ არის, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს პრობლემა გამოგონილია.

"ჩვეულებრივი ამბავია, როცა ჩვენ ვკონტაქტობთ ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ყველა თემასთან დაკავშირებით - მწვავე იქნება თუ არა. რაც შეეხება იზოლაციაზე ახალი პრობლემის გამოგონებას, არანაირ იზოლაციაზე საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამოსავალი წერტილი გვაქვს ოფიციალურ განცხადებებში. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ევროკავშირთან ერთად აკეთებს განცხადებას და წუხილს გამოთქვამს, რომლის თანაზიარები ჩვენც ვართ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ მეორე მხრივ, მოუწოდებენ ისინი დემონსტრანტებს, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში, მგონი მკაფიო გზავნილია და ათასნაირი სპეკულაცია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს