ჩინეთის შემდეგ, სახის ამომცნობი სისტემით ანგარიშსწორება უკრაინაშიც ინერგება

ჩინეთის რამდენიმე ქალაქსა და უკრაინაში სახის ამომცნობი სისტემით - Face ID-ით ანგარიშსწორების სისტემა ინერგება.

რამდენიმე თვის წინ, სისტემა ჩინეთის ტექნოლოგიურ დედაქალაქ შენძენში დაიტესტა. სატესტო რეჟიმში, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, მეტროსადგურით მგზავრობის საფასური სახის ამომცნობი სისტემის გამოყენებით გადაეხადათ. მალევე, ტექნოლოგია შანხაიში, ნანკინსა და ძინანშიც დაინერგა.

სახის ამომცნობი სისტემის გამოყენებით ანგარიშსწორება უკვე შესაძლებელია უკრაინაშიც. ტექნოლოგიას Kasta ID ეწოდება და სავაჭრო ობიექტებში გამოიყენება.

Face ID ანუ სახის ამომცნობი სისტემა შენძენის მეტროსადგურში შემდეგნაირად მუშაობს: სენსორულ ეკრანზე, სადაც მოქალაქემ საბანკო ბარათი ან Apple ID უნდა დააფიქსიროს, შეუძლია, სახის სკანირების რამდენიმეწუთიანი პროცედურა გაიაროს და მგზავრობის თანხა ამ ფორმით გადაიხადოს. სისტემა ავტომატურად აფიქსირებს პიროვნებასთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებს და ჩამოჭრის მგზავრობის საფასურს. ტექნოლოგია მსგავსად ფუნქციონირებს უკრაინის მაღაზიების ნაწილშიც.

Face ID-ის შემქმენელები (მაგალითად, ჩინეთში Huawei და შენძენის მეტროსადგურის ადმინისტრაცია) მის უპირატესობებზე საუბრობენ:

  • სახის ამომცნობი სისტემით ანგარიშსწორება საბანკო ან სამგზავრო ბარათის ტარების საჭიროებას ხსნის;
  • სისტემის გამოყენება ამცირებს რიგებს მეტროსადგურებში, აეროპორტებში, მაღაზიებსა და სხვა ობიექტებში, რომელიც ხალხმრავლობით გამოირჩევა;
  • ზრდის უსაფრთხოებას - საბანკო ბარათის ტარება საჭირო არ არის და მისი დაკარგვის რისკებიც მცირდება.
  • Face Id-ით მგზავრობა და განაღდება არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ის უსაფრთხოების ბიომეტრიულ სისტემას იყენებს. სისტემა იდენტიფიკაციას ახდენს რამდენიმე სენსორის მეშვეობით როგორიცაა: ულტრაიისფერი სენსორი, წერტილოვანი პროექტორი და განათების ილუმინატორი. ეს ყველაფერი კი მას კიდევ უფრო სანდოს ხდის. ალბათობა იმისა, რომ სხვა შემთხვევითმა ადამიანმა შეძლოს თქვენი face id –ით მგზავრობა ან თანხის განაღდება სრულიად შეუძლებელია. (შედარებისთვის, Touch ID-ის განბლოკვის შესაძლებლობა არის 1-ი 20 000 შემთხვევაში, Face Id –ის შემთხვევაში კი ალბათობა შეადგენს 1-ს მილიონ შემთხვევაში).

აღსანიშნავია, რომ Face ID-ით გადახდის სისტემა 2017 წელს, ჩინეთში რესტორნების ქსელმა KFC-იმ დანერგა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. ჯერჯერობით, უცნობია, გამოიყენებს თუ არა ქართული საფინანსო სექტორი უნაღდო ანგარიშსწორების აღნიშნულ სისტემას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა