გიორგი ვაშაძე - ორშაბათამდე "ქართულ ოცნებაზე" დადებულ ძალიან ბევრ ბოქლომს ნახავთ

ორშაბათამდე "ქართულ ოცნებაზე" დადებულ ძალიან ბევრ ბოქლომს ნახავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

მისივე თქმით, პროკურატურას "ქართულმა ოცნებამ" დაადო ბოქლომი და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს.

"ირაკლი ოქრუაშვილის საქმე მთელმა საქართველომ იცის რომ პოლიტიკურია, ამიტომ ერთიანები ვართ ოპოზიცია. მოვედით და მხარს ვუჭერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას და ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური. ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ორშაბათს კი პარლამენტის პიკეტირებაა. იცით, მათ დაუწყიათ კონტრაქცია „ვერ დაგვაბოქლომებთ“, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ „დაგაბოქლომებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს