გიგი უგულავა - ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით-პროკურატურა გვამებით მოვაჭრეთა კავშირს დაემსგავსა

აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან. ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავამ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განუცხადა.

როგორც უგულავა აცხადებს, სამშაბათს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

„არავის არ უთქვამს, რომ ერთი აქცია იქნება. აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან და პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილს და მის მთავრობას საშუალება არ მივცეთ მოაჩვენონ საზოგადოებას თავი თითქოს მუშაობენ. ისინი არაფერს აკეთებენ, არაფერს ქმნიან, მავნებლობენ, მაგრამ პოზა აქვთ ასეთი, რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. არც 20 ივნისის დარბევა მომხდარა, არც გავრილოვი მჯდარა იმ სკამში, არც ადამიანებს დასთხრიათ თვალები და შემდეგ თურმე ივანიშვილიც მოგვეჩვენა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს გვპირდებოდა. ორშაბათს საღამოს შევიკრიბებით პარლამენტთან, ღამე დავრჩებით და მეორე დღეს პიკეტირებას მოვახდენთ. გამოიყვანენ სპეცრაზმს? კი, ბატონო. ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით, თუ ამას მართვა ჰქვია. ძალიან მალე თითოეული მათგანი დაინახავს, რომ ქვეყანა ასე ვერ გააგრძელებს არსებობას და პროპორციულ არჩევნებამდე მივალთ“, - განაცხადა უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, „პროკურატურა გვამებით მოვაჭრეთა კავშირს დაემსგავსა“.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს და შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს