გედევან ფოფხაძე - მარტივ კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნას არ ვაპირებ

მარტივ კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნას არ ვაპირებ, - ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტების კითხვას აპირებს თუ არა გაწევრიანდეს „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ გასულ წევრებთან ერთად ერთ ფრაქციაში.

გედევან ფოფხაძის თქმით, კონსულტაციები შედგება, სადაც გაირკვევა არის თუ არა მათში მისი მსგავსი ემოციური მდგომარეობა.

„მე რომ ვინმესთან ვითანამშრომლო ზუსტად უნდა ვიცოდე რა ღირებულებებზე და პრინციპებზე ხდება მათი ორიენტაცია. თუ წამოსვლაზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ჩემი წამოსვლაც იყო დაგვიანებული და ამას ვაღიარებ საზოგადოებასთან, შესაბამისად, უნდა შევჯერდეთ რატომ დღეს და არა გუშინ, ან გუშინწინ. უნდა გავერკვეთ ერთმანეთთან თუ რა გვინდა ხვალინდელი საქართველოსთვის და არის თუ არა იგივე ემოციური განწყობა ახლანდელ წამოსულებს შორის, რაც არის ჩვენთან, პირადად ჩვენში. მე ვამბობ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, მე ვგულისხმობ, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებს, ასევე „ქართული ოცნების“ სისხლის სამართლის დამნაშავეებს.

მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ძალიან მსხვილი კორუფციული სისტემა, მათი ჩინოვნიკების და მინისტრების დიდი ნაწილი არის კრიმინალი და კორუფციული სქემის მმართველები, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, რომ ამ ხალხს უნდა მოეთხოვოს პასუხი და ჩვენი საბოლოო პოლიტიკური ამოცანა უნდა იყოს დამნაშავეების ციხეში გაშვება - მარტივ კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნას არ ვაპირებ. მხოლოდ და მხოლოდ ვითანამშრომლებ იმ ადამიანებთან, ვინც აღიარებს რომ ამ რეჟიმთან ყოფნა და ასოცირება ჩვენი მინუსი იყო და დღეს ვახდენთ ამის დემონტაჟს და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ვუკეთებთ ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობასო, სხვა შემთხვევაში, მე მგონია, რომ რაიმე ფორმით სხვასთან თანამშრომლობა, ჩემთვის საინტერესო არ უნდა იყოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს