მამუკა მდინარაზე - საყვედურებიც კი მივიღე მაჟორიტარი დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილისგან, რომ აგდებით არ უნდა მოვეკიდოთ მათ ინიციატივას

საყვედურებიც კი მივიღე მაჟორიტარი დეპუტატების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილისგან, რომ აგდებით არ უნდა მოვეკიდოთ ამ ინიციატივას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა სრულად მაჟორიტარული სისტემის შემოღებაზე, ამ ფონზე სწორი არ ჰგონია. როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, მისი გატანა ტექნიკურად შეუძლებელიც კი იქნება.

„ვინც ავითარებს მოსაზრებას, რომ მაჟორიტარული სისტემა კარგია, მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების მარტივად გატანა. მე დღეს შეიძლება ზედმეტად გულწრფელი ვარ, მაგრამ გუშინ საყვედურებიც კი მივიღე მაჟორიტარი დეპუტატების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილისგან, რომ აგდებით არ უნდა მოვეკიდოთ ამ ინიციატივას, რომელსაც აქვს არსებობის ლეგიტიმაცია, საუბარია ფრანგულ, ამერიკულ, ბრიტანულ მოდელზე. კი ბატონო, სუპერდემოკრატიულ ქვეყნებში არის ეს მოდელი, უბრალოდ, მე ამ ფონზე არ მიმაჩნია სწორედ, მეტიც, მე პროპორციულის მომხრე ვარ, მაგრამ ვიღაც ოპოზიციის წარმომადგენლების, „ნაცმოძრაობის“ ქილიკი არ მიმაჩნია სწორად,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა