თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სხდომათა დარბაზში გიორგი რურუას გამოჩენას მისი ახლობლები ტაშით შეხვდნენ.

„რა ხდება გარეთ, მშვიდობაა?", - მიმართა დარბაზში მყოფებს რურუამ, რაზეც დარბაზიდან უპასუხეს: „კი, ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე". ამის შემდეგ რურუამ განაცხადა, რომ თავადაც კარგად გრძნობდა თავს. „მეც კარგად ვარ, „ხოშიანად", - აღნიშნა რურუამ.

გიორგი რურუას სხვა ადვოკატებთან ერთად ნიკა გვარამიაც იცავს.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა