გია ვოლსკი - „გერმანული მოდელი“ საქართველოს რეალობაში არის ის, რითაც უპირატესობის მქონე პარტიას შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს

ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს რეალობაში არის ის, რითაც უპირატესობის მქონე პარტიას შეუძლია აიღოს საკონსტიტუციო ხმების უმრავლესობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოში ვერ იმუშავებს.

„არ ვიცი, ჩემი კოლეგები რას იტყვიან, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ, „გერმანული მოდელი“ საქართველოს რეალობაში არის ის, რითიც უპირატესობის მქონე პარტიას შეუძლია კიდევ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არ არის შერეული სისტემა, მანდატები ნაწილდება პროპორციული სისტემით და აქ სრული შესაძლებლობაა, რომ შექმნა მაჟორიტარების ჯგუფი ცალკე, ცალკე პროპორციულ სისტემაში არჩეულების და მერე შეაერთო, როცა ამას საჭიროდ ჩათვლი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა