მამუკა მდინარაძე - არ მინდა ცუდი ასოციაციაები გავაჩინო და დავემსგავსო ვიღაცებს, წარსულში რომ ცუდად იმუქრებოდნენ პროტესტთან დაკავშირებით

არ მინდა ცუდი ასოციაციაები გავაჩინო და დავემსგავსო ვიღაცებს, წარსულში რომ ცუდად იმუქრებოდნენ პროტესტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ სურს, ხისტი პოზიცია დააფიქსიროს, თუმცა, კანონის დარღვევას სახელმწიფო ადეკვატურად უპასუხებს.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველა ადამიანის, ნებისმიერი პროტესტანტის უფლების რეალიზაციაზე, მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მეორე მხრივ თუ ასეთი ადამიანები, მათი ნაწილი აფიქსირებს, რომ დაარღვევს კანონს, ამას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება. კანონის დარღვევის აღკვეთაზეა საუბარი და არა მძიმე წარსული რომ გვაქვს და რაღაც რადიკალურ ზომებზე, ღმერთმა დაგვიფაროს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო