რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ვერ პასუხობს ადეკვატურად რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო.

„სამწუხაროდ, ვერც ერთ ჩემს შეკითხვაზე ვერ მივიღე ოდნავ ადეკვატური პასუხიც კი. ჩემი კითხვა ეხებოდა შენობას, რომელსაც ყიდულობს ეროვნული ბანკი, იმიტომ, რომ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და შენობაში სულ 80 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც ძალიან არაადეკვატურია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

მეორე, მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში, ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს თუ ავიღებთ, გაცილებით უკეთესია ვიდრე წინა წლის და მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეც დევალვაცია. ამასთან დაკავშირებით მას პასუხი არ ჰქონდა არც პასუხისმგებლობას იღებს.

ჩემი განწყობა ერთმნიშვნელოვნად არის ძალიან კრიტიკული. ჩვენ მოგვიწევს საბოლოოდ ძალიან სერიოზულად მსჯელობა შეფასების მხრივ, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ვერ პასუხობს ადეკვატურად რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა